ახალი ამბები
კირბალთან ჯიმშერ ტიელიძე რუსმა მესაზღვრეებმა მეორედ დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან 48 წლის მამაკაცი რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ დააკავეს.

ჯიმშერ ტიელიძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს ფიჩხს აგროვებდა.

მისი ახლობლის, გენადი ტიელიძის თქმით, მკაცრი ზამთრის პირობებში, ჯიმშერ ტიელიძე ფიჩხის მოსატანად, ერთი კვირის განმავლობაში დადიოდა.

დაკავების ამბავი სოფელ ზერტში მცხოვრებ ოჯახის წევრებს პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს.

ჯიმშერ ტიელიძე რუსეთის მესაზღვრეებმა შარშანაც, 2016 წლის იანვარში დააკავეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,საზღვრის განმეორებით უკანონ გადაკვეთისას" ჯარიმის ოდენობა იზრდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები