ახალი ამბები
სროლა რუისში - დაჭრილია მსოფლიო ჩემპიონის ბექა ღვინიაშვილის მამა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გოგიტა ღვინიაშვილი დაჭრეს.

შემთხვევა, ოთხი დღის წინ, 1 თებერვალს, მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი, ქარელში მცხოვრები 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავებულს ბრალი, სხეულის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის, წაუყენეს.

გოგიტა ღვინიაშვილი, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის, ბექა ღვინიაშვილის მამაა.

ის ,,გორმედის" საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. მკურნალი ექიმის, შალვა გიუნაშვილის თქმით, ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები