ახალი ამბები
პეტიცია კასპიცემენტის ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს
კასპში, ფარნავაზ მეფის ქუჩის მოსახლეობა ,,კასპიცემენტის" ქარხნის ხელმძღვანელობამ დღეს არ მიიღო.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი, პეტიცია არ ჩაიბარეს.

ამის მიზეზად ქარხნის წარმომადგენლებმა არასამუშაო დღე დაასახელეს.

ფარანავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

ქარხნიდან გამოსული მანქანები დროებით  შეაჩერეს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ცემენტით დატვირთული მანქანების მოძრაობა წლებია ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემებს უქმნის.

კერძოდ, ქუჩა მთლიანად მტვრით ივსება და ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები