ახალი ამბები
დევნილებს ბინების მიღების სანაცვლოდ 95 500 აშშ დოლარი გამოართვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნილებს, საცხოვრებელ კორპუსებში ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, 95 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ამის გამო, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

დაკავებულები არიან 1972 წელს დაბადებული მ. მ., 1980 წელს დაბადებული მ.ტ., და 1969 წელს დაბადებული ლ.კ. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილებისათვის განკუთვნილი ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვეს 95 500 აშშ დოლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)
Print

სტატიის გამოყენების პირობები