ახალი ამბები
გორიჯვრის ეკლესიის აღმდგენელი ვაჟა აბრამიშვილი გარდაიცვალა
გორის ყოფილი რაიკომის მდივანი ვაჟა აბრამიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის საქმიანობას გორიჯვრის ეკლესიის აღდგენა უკავშირდება.

ვაჟა აბრამიშვილის თაოსნობით, 1978-89 წლებში ეკლესია აღდგა. უძველესი ქრისტიანული ეკლესია 1920 წელს, მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ამ ეკლესიაში წმინდა გიორგის თავის ქალის ნაწილია დასაფლავებული.

ყოფილი რაიკომის მდივანს იუბილე 2016 წლის ოქტომბერში ეპისკოპოს ანდრიას და საკრებულოს წევრების ინიციატივით გადაუხადეს. 

მისი ბიორგრაფიული ცნობების მიხედვით, დაიბადა 1932 წ. 12 ოქტომბერს, დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

1951 წლიდან მუშა. 1959 წლიდან დიღმის სასწავლო-საცდელი მეურენობის ბრიგადირი. 1961-1975 წლებში საქართველოს მებაღეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე.

1975 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსტრუქტორი.

1978 წლიდან საქართველოს კომპარტიის გორის რაიკომის მეორე მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი. (1989 წლამდე)

საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. დეპუტატი №111 კარალეთის საარჩევნო ოლქისაგან.




Print

სტატიის გამოყენების პირობები