ახალი ამბები
ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების დასახელება გრძელდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.

ამის გამო, საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა მიმდინარეობს.

დღეს,  ერთერთმა მათგანმა კანდიდატურა უკვე მოხსნა.

კანდიდატებს შორის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ედუართ კოკოითიც სახელდება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 9 აპრილის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ:

მოქმედი პრეზიდენტი ლეონით თიბილოვი, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი, ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, დეპუტატი ალან კაზანოვი პარტია ,,სახალხო ერთიანობიდან"; ალან გაგლოევი - სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ვალერი ბაგაევმა კი, კანდიდატურა მოხსნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები