შორენა და ლაურა ბალახაძეები ცხინვალის სასამართლომ 2 ათას რუბლიანი
ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფრმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრეს-სამსახურის ავრცელებს.
ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 39 წლის შორენა ბალახაძემ და
26 წლის ლაურა ბალახაძემ გამყოფი ხაზი 2017 წლის 1 თებერვალს
გადაკვეთეს.
ისინი, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ზნაურის რაიონის
სოფელ ბალთაში დააკავეს.
ბალთა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ესაზღვრება.
ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის (კაგებეს) წარმომადგენელი
აცხადებს, რომ ორივე ქალბატონი ცხინვალის მხარეს ცხოვრების უკეთესი
პირობების მოსაპოვებლად გადავიდა.
,,დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ გადაეცა ქართულ მხარეს" -
იუწყებიან კაგებეში.
სტატიის გამოყენების პირობები