ახალი ამბები
,,ოფთალმიჯის" მოძრავი კლინიკა ხაშურში კულტურის პარკში განთავსდა
„ოფთალმიჯის“ მოძრავი კლინიკა, ხაშურის კულტურის და დასვენების პარკში განთავსდა და 7 თებერვლის 12 საათიდან მსურველებს, უფასო კონსულტაციისთვის, ელოდებიან.

7 თებერვალს, კლინიკის ექიმები მოსახლეობას მიიღებენ და კონსულტაციებს გაუწევენ.

კლინიკას მოძრავი საოპერაციო ბლოკი აქვს და ოპერაციებიც ადგილზევე კეთდება.

,,კლინიკაში ყველა მსურველს აქვს კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს თვალში არსებული ბუნებრივი, გამჭვირვალე, ოპტიკური ლინზის, ბროლის შემღვრევა, ანუ კატარაქტა გამოეკვეთება, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, მას ოპერაცია უკეთდება" - კლინიკის რეგიონულმა მენეჯერმა ელისო მეცხვარიშვილმა.

მისი თქმით, კატარაქტა საკმაოდ მძიმე პრობლემაა, ის იწვევს მხედველობის სიმახვილის მნიშვნელოვან დაქვეითებას, როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე.

მან მადლობა გადაუხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს და სპორტსკოლის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები