ახალი ამბები
პარლამენტარმა იოსებ მაკრახიძემ სოციალურად დაუცველებს შეშა დაურიგა
გორში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მაჟორიტარმა დეპუტატმა შეშა დაურიგა

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროდან აცნობეს.

ბიუროს წარმომადგენლის, ნინო ბერძენიშვილის განცხადებით, შეშა გასათბობად, ძირითადად, იმ ბენეფიციარებს დაურიგდა, რომლებსაც სახლში ბუნებრივი აირი არ აქვთ შეყვანილი.

,,დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, უშუალოდ, ესტუმრა ბენეფიციარ ოჯახებს და შეშის დარიგებს პროცესს დაესწრო" - გვითხრა ნინო ბერძენიშვილმა.

იოსებ მაკრახიძე საქართველოს პარლამენტის ბოლო მოწვევის და ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ის ხის მასალა გადაეცა, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, უკანონო ჭრების გამოვლენის შედეგად, ჩამოართვა სამართალდამრღვევებს,

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები