ახალი ამბები
გორში 53 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ბიჭს ეძებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მკვლელობაში ბრალდებულს, 22 წლის ბიჭს ეძებენ.

მას, კომბინატის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 53 წლის მამაკაცის მკვლელობა ედება ბრალად.

შემთხვევა დღეს საღამოს შინდისის გზატკეცილზე მოხდა.

აწ გარდაცვლილი მამაკაცი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა, მკვლელობას მის სამსახურებრივ საქმიანობას არ უკავშირებს გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები