ახალი ამბები
დღეს ქართველთა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქართველთა მეფის, წმინდანად შერაცხული დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ის, 1089 წელს, აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე, 16 წლის ასაკში ავიდა. მეფე დავით IV დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან.

დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა მონარქმა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით მოახერხა.

მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შეიყვანა. 

ამავე დღეს, 99 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით გაიხსნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები