ახალი ამბები
გორის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს ხელფასი შეუმცირდა, კოლექტივს - გაეზარდა
გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის მსახიობების ხელფასი საქართველოს თეატრებში არსებულ სახელფასო ნიშნულს, თითქმის, გაუტოლდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, თეატრს თანხების რაციონალურად გადანაწილების შესაძლებლობა მიეცა.

თეატრის შემოქმედებით და ტექნიკურ კოლექტივს, გასულ წლებში, 10%-ით დაკლებული ხელფასი საწყის ნიშნულამდე დაუბრუნდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციის გამო, მიმდინარე წელს, ზოგადად, საქართველოს თეატრების დიდი უმეტესობამ ხარჯები შეამცირა.

,,ამით შევძელით თანამშრომლების შენარჩუნება და, პრაქტიკულად, არც ერთ თანამშრომელს, გარდა სამხატვრო ხელმძღვანელისა, ხელფასი არ დაკლებია" - იუწყებიან პრეს-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები