ახალი ამბები
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს რაიონის კულტურის ცენტრში შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის ცენტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცენტრის თანამშრომლებმა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდზე ისაუბრეს.

,,ვისაუბრეთ მის უდიდეს მნიშვნელობაზე, როგორც საერო, ასევე სასულიერო ცხოვრებაში. შეხვედრის მონაწილეებმა წაიკითხეს რამდენიმე ლექსი სამშობლოზე და ამონარიდები "გალობანი სინანულისანი"-დან." - აცხადებს პრეს-სამსახური.

მისივე განცხადებით, საღამოს ესწრებოდა გიტარის პედაგოგი მაია ხმიადაშვილი, რომელმაც რამდენიმე სიმღერა მიუძღვნა დავით აღმაშენებლის ხსოვნას.




Print

სტატიის გამოყენების პირობები