ახალი ამბები
რეიდები შიდა ქართლში
ატენში, მეტეხსა და გომში მცირე ზომად დაჭრილი ხის მასალით დატვირთული ავტომანქანების მძღოლები დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, მძღოლებს, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, 0,5 მ3 ვერხვის, 0.2 მ3 რცხილას, 0,5 მ3 ჯაგრცხილის და 1,6 მ3 მუხის ჯიშის საშეშე მერქანი გადაჰქონდათ.

,,ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს." - იუწყება პრეს-სამსახური.

გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში ჩატარებული რეიდების შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, რომელთაც გორის რაიონულსასამართლოში განიხილავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები