ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი ინვენტარი რიგდება
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი ინვენტარი რიგდება.

დაახლოებით, 32 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი (მაგიდები და სკამები) სატვირთო ავტომანქანით რამდენიმე დაწესებულებაში უკვე მიიტანეს.

გამგეობის დაქვემდებარებაში არსებულ ,,ბაღების გაერთიანებაში" აცხადებენ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

ერთი კვირის წინ, საბავშვო ბაღებში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა მოინახულა და აღნიშნა, რომ რიგ საბავშვო ბაღებში, კვლავ, არასათანადო პირობებია.

ხუბულურის ვიზიტამდე, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი გელაშვილი გამგებელმა დავით ონიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მის ნაცვლად, ნუგზარ ინჯია დაინიშნა.

რაიონის გამგეობაში, საკადრო ცვლილებების მიზეზების შესახებ, განცხადებები არ გაკეთებულა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები