ახალი ამბები
ცხინვალში საპრეზიდენტო კანდიდატებს ოსურ და რუსულ ენებში გამოცდები ჩაუტარდებათ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს, ოსური და რუსული ენის ფლობის გამოსავლენად, გამოცდები ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი საარჩევნო კომისია ავრცელებს.

კომისიის ადმინისტრაციის ცნობით, თითოეულმა კანდიდატმა ოსური და რუსული ენების ცოდნა მეტყველებაშიც უნდა გამოავლინოს.

კერძოდ, ყურადღებას მიაცევენ დიქციას, მეტყველების სტილს, სიტყვათა მარაგს, სიტყვით გამოსვლისას სინონიმების გამოყენების შესაძლებლობას და ა.შ.

გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, უშუალოდ, ენობრივ ცოდნას, ხოლო, მეორე ეტაპზე - კანდიდატის იმიტირებულ საჯარო გამოსვლას შეაფასებენ.

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. ამავე დღეს, ჩატარდება რეფერენდუმი, ,,სამხრეთ ოსეთის" ნაცვლად, ,,ალანიის" სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები