ახალი ამბები
გორის იერსახის დამახინჯების გამო პარტიები ჯამში 400 ლარით დააჯარიმეს
ქალაქ გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, იერსახის დამახინჯების გამო, რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა დააჯარიმა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის საკრებულოდან აცნობეს.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით, დაჯარიმებულთა შორის, პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნება" არ მოხვდა.

საქმე 2018 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკური სუბიექტების მიერ ქალაქში გაკრულ საარჩევნო პლაკატებს ეხება.

ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი  8 იურიდიული პირის მიმართ შედგა და გადაიგზავნა სასამართლოში:

ესენია:

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამ

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო.

,,ირაკლი ალასანია-თავისუფალიდემოკრატები“ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო.

,,ეროვნული ფორუმი“ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო.

,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო.
თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო.

,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის გორის №41 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები