ახალი ამბები
გორის მერი პომორსკის რეგიონში იმყოფება
ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთში, პომორსკის რეგიონში იმყოფება.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ვიზიტის მიზანს პომორსკის რეგიონის თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელებთან შეხვედრა და შემდგომი თანამშრომლის დაგეგმვა წარმოადგენს.

დელეგაციის ინტერესში მყარი ნარჩენების მართვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურების სისტემების გაცნობა შედის.

ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში მისი მრჩეველი შალვა ტლაშაძეც შედის.

გორი და პომორსკის რამდენიმე თვითმმართველი ერთეული უკვე დამეგობრებული ქალაქებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები