ახალი ამბები
გორიდან რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად 150-მდე აქტივისტი გაემართა
გორიდან, რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად, 150-მდე აქტივისტი დედაქალაქისკენ გაემგზავრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის წარმომადგენლების ცნობით, მოქალაქეები თანამოაზრეებს უზენაესს სასამართლოსთან შეუერთდებიან.

რუსთავი 2-ის ცნობით, უზენაეს სასამართლოსთან ტელევიზიისა და მოსამართლეების მხარდამჭერი აქცია იწყება. უმაღლეს ინსტანციასთან სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად ლეიბორისტული პარტიის შეკრებაც იმართება.

ორი საათიდან კი, მოვლენებს უკვე 8 პოლიტიკური გაერთიანებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო გააპროტესტებს. მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, რომლის მიხედვით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები