ახალი ამბები
ბოლო ერთ წელიწადში გორში 48 კერძო ობიექტის მშენებლობა დამთავრდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქალაქ გორის ტერიტორიაზე, 48 ობიექტის მშენებლობა დამთავრდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

ადმინისტრაციული აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 48 ობიექტიდან 18 შენობა კომერციული დანიშნულებისაა, ხოლო 8 ობიექტი - ავტოსამრეცხაო ანდა ავტოგასამართი სადგურია.

დანარჩენები სხვადასხვა დანიშნულების შენობებია. ქალაქის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურებმა მათი დამთავრების შესახებ ცნობები მიიღეს და ექსპლუატაციაში გაშვების ნებართვაც გასცეს.

1. პუშკინის ქუჩის მიმდებარედ ოთარ ჩილინდრიშვილის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  აშენებული ავტოტექმომსახურების ბოქსი.

2. ჯავახიშვილისა და გორგასალის ქუჩის კვეთაზე შალვა თურმანიძის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  აშენებული საოფისე-სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

3. ჭავჭავაძის ქ. №6-ში მდებარე შ.პ.ს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის“ მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი.

4. ჭალის დასახლებაში, ,,საქართველოს რაგბის კავშირის“ მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  მშენებლობადამთავრებული სარაგბო კომპლექსი.

5. შინდისის გზ. I კმ-ში თეიმურაზ სტეფანაშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული სასაწყობე ფართი.

6. ჭვჭავაძის ქ.#56-ში მდებარე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  სამხედრო საექიმო კომისიის შენობა.

7. კვერნაკის დასავლეთ ფერდობზე მირიან სტრენლიკოვის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული საოფისე-სავაჭრო ობიექტი.

8. ცხინვალის გზ. №9-ში, გოჩა გოგიტიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეკონსტრუირებული (დამატებითი ფართის მიშენება-დაშენება) კომერციული დანიშნულების ობიექტი.

9. ყიფიანის ქუჩაზე, შ.პ.ს ,,ირემაძის“ მიერ თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე  აშენებული მცირე ავტოტექმომსახურების ობიექტი.

10. ცხინვალის გზ. №8-ში, შ.პ.ს ,,კანდეს“  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, არსებულ შენობაზე მიშენებული დამატებითი ფართი.

11. უფლისციხის ქ. №15-ში, ნოდარ აბულაძის  მიერ თავის საკუთრებაში არსებული შენობის  დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენებული მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი.

12. სამეფოს ქ. №45-ში, მაია გიორგაშვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე, რეკონსტრუირებული შენობა.

13.  ცხინვალის გზ. №5-ში, სსე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შიდა ქართლის რაიონული ქსელის ოფისის ტერიტორიაზე მშენებლობადამთავრებული ავტომანქანების სარემონტო და ღია ტიპის ავტოსამრეცხაოს შენობა.

14. ცხინვალის გზატკეცილზე, შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

15. ცხინვალის გზ. Ι კმ.-ზე არსებულ მიწის ნაკვეთზე შპს ,, აგოტექნოპლიუსის“-ის მიერ  სასაწყობე ნაგებობა (აღნაგობის უფლების მქონე პირი:შპს ,,აგროტექნოპლიუსი“ )

16. ცხინვალის გზ. №9-ში, ნადეჟდა ქებაძის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

17. ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ, ავთანდილ თოფჩიშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  კომერციული დანიშნულების ობიექტი.

18. პუშკინის ქუჩის მიმდებარედ შპს ,,KMA’’ კობა მჭედლიშვილის მიერ აღნაგობის უფლებით დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული დანიშნულების, სავაჭრო დანიშნულების მსუბუქი ტიპის დროებითი ნაგებობა.

19. სუხიშვილის ქ. №63-ში შპს ,,გიომოტორსის’’ მიერ აღნაგობის უფლებით დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული დანიშნულების ობიექტი.

20. ამილახვრის ქ. №2-ში ზურაბ გრიგორიანის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

21. ამილახვრის ქ.№26ა-ში, ოლეგ ხუბულურის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ერთსართულიანი შენობის რეკონსტრუირებული, დაშენებული დამატებითი ფართი.

22. გორის რ/ნ. სოფ. ორთაშენიდან, ქ. გორში, დანიელ ჭონქაძის ქ. №6-მდე შ.პ.ს ,,იტალ+’’-ის მიერ მშენებლობადამთავრებული გაზგასამართი სადგურის გაზმომარაგებისათვის საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენის ხაზობრივი ნაგებობა.

23. დანიელ ჭონქაძის ქ. №6-ში შ.პ.ს ,,იტალ+’’-ის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  ავტოგასამართი სადგური.

24.  ცხინვალის გზ. მიმდებარედ ნინო ანანიკოვის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  კომერციული დანიშნულების ობიექტი.

25. ჭავჭავაძის ქ.№50-ში ელგუჯა ჩოხელის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული დანიშნულების ობიექტი.

26. სოფელ კარალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე  ნაზი კეჩხუაშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტოტექმომსახურების ობიექტი.

27. თამარ მეფის ქ. მიკრო/რაიონი V, №26-ში ილია ჯოლბორდის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორსართულიანი მრავალფუნქციური კომერციული დანიშნულების ობიექტი.

28. თამარ მეფის ქ. №27-ში მაია გოგიჩაშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი მანსარდული ტიპის სახურავიანი შენობა.

29. თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ნინა ბიძინაშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული დანიშნულების ობიექტი.

30. კახნიაშვილის ქ. №12-14-ში, ეკატერინე ბენიძის მიერ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

31. გორიჯვრის ქ. №80-ში, ნინო ღუღუნაძის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

32. გურამიშვილის ქ. №5-ში, შ.პ.ს ,,ლიახვი-96“-ის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

33. ჩოდრიშვილის ქ. №12-ში, ნიკა მელაძის მიერ, თანასაკუთრებაში არსებული სახლის, თავის კუთვნილ ნაწილზე რეკონსტრუირებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

34. ოქტომბრის ქ. №15-ში, ნინო მაჭავარიანის (პირადი N:59001035605) მიერ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

35. შინდისის გზ. №17-ში, ბექა ხუციშვილის მიერ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტოსამრეცხაო, კაფე და ადმინისტრაციის შენობა.

36. სტალინის გამზირის დასაწყისში ანა აწკარუნაშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ავტოსამრეცხაოს შენობაზე, მიშენებული დამატებითი ავტოსამრეცხაო ბოქსი.

37. ცხინვალის გზ.№33-ში, შპს ,,ზოდი პლიუსი“-ს მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო-კომერციული ობიექტი.

38. შინდისის გზ. მე-3 კილომეტრზე შ.პ.ს ,,ხორცკომბინატის“ მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ცხოველთა სასაკლაო საწარმო.

39. ცხინვალის გზტ-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მენაშენე ქეთევან გოგინაშვილის მიერ კომერციული დანიშნულების, მსუბუქი ტიპის დროებითი შენობა.

40. შინდისის გზ.№ 23-ში მენაშენე გიორგი უმეკაშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული სასაწყობო-სამეურნეო ობიექტი.

41. ტყვიავის ქუჩის მიმდებარედ (მეჯვრისხევის ბარაკი №1) მენაშენე გიორგი ლომოურის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასაწყობე-სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

42. დავით აღმაშენებლის გამზ. №88-ში მენაშენე თამარ ხაჩიურის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

43. ჭავჭავაძის ქ. №34/5-ში მენაშენე გოდერძი ჩალაბაშვილის მიერ (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე), საცხოვრებელ სახლზე მიშენებული დამატებითი საცხოვრებელი ფართი.

44. თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მენაშენე ზურაბ ონიაშვილის მიერ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული დანიშნულების ობიექტი.

45. ცხინვალის გზ.№9-ში, მენაშენე შ.პ.ს ,,ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის“ მიერ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული დანიშნულების ობიექტი.

46. ტყვიავის ქუჩის მიმდებარედ, მენაშენე ზაზა დალალიშვილის მიერ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კომერციული დანიშნულების ობიექტი.

47. ცხინვალის გზატკეცილი მე-4 კილომეტრის მიმდებარედ, შ.პ.ს ,,ELIT-SERVICE”-ის მიერ აღნაგობის უფლებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ,,ავტოტექმომსახურებისა და კვების ობიექტების“ ნაწილის ცალკე ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტები.

48. მდინარე მეჯუდის მიმდებარედ, მენაშენე კობა უთარაშვილის მიერ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტოტექმომსახურების ობიექტი. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები