ახალი ამბები
არამდგრადი ამინდი ერთი კვირა გაგრძელდება
არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ღამით,  მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა.

დღისით კი, მაქსიმალური ტემპერატურა +3 +4 გრადუსამდე აიწევს. 

14 თებერვლამდე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, 14 თებერვლიდან კი, იქროლებს დასავლეთის ქარი - 10-15 მ/წმ

Print

სტატიის გამოყენების პირობები