დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ავარიაში
მოყვა.
ამის შესახებ განცხადებას ცხინვალის მთავრობის პრეს-სამსახურის
წარმომადგენელი ავრცელებს.
განა იანოვსკაიას თქმით, პრეზიდენტის ესკორტს ავარია სოფელ ნოგყაუსთან
მოუვიდა.
,,დაშავებული არავინაა, პრეზიდენტის პირველადი სამედიცინო
დათვალიერება ჩაუტარდა" - იუწყება პრეს-სამსახური.
ლეონიდ თიბილოვი ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.
ის სოფელ ზემო დვანიდანაა.
სტატიის გამოყენების პირობები