ახალი ამბები
ავარიები ავტობანზე - დაშავებული არავინაა
მთავარ ავტომაგისტრალზე გუშინ რამდენიმე ავარია მოხდა.

ფოტოები სოციალურ ქსელში უფლებადამცველმა ირაკლი კორძაიამ გაავრცელა.

მასალა თბილისი-გორის მონაკვეთზეა გადაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაშავებული არავინაა.

გზის სავალ ნაწილზე ამობრუნებულ ,,მერსედესის" მარკის მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმდა.

ხოლო მეორე ფაქტის შემთხვევაში, სადაც სავალი გზიდან სამი მანქანა გადავარდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, დიწყო.

ისიც მხოლოდ ერთერთი მათგანის მიმართ.

დანარჩენი ორი მძღოლი 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ.

გაირკვა, რომ  მეორე და მესამე ავტომანქანა პირველი მანქანის მოძრაობის მიმართულებას მიჰყვებოდა, ცოტა ხანში კი, ყველა, გზის სავალი ნაწილის მიღმა აღმოჩდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები