ახალი ამბები
თოვლიანი ხაშური (PHOTO)
უხვი ნალექის გამო ხაშურში თოვლის საფარი ამ დრომდე ნახევარ მეტრ სიმაღლეს აღწევს.

გზის სავალი ნაწილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაწმენდილია.

,,ხაშურსერვისის" თანამშრომლების მიერ ქუჩებში ტექნიკური მარილი დაყრილია.

არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ღამით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა.

დღისით კი, მაქსიმალური ტემპერატურა +3 +4 გრადუსამდე აიწევს.

14 თებერვლამდე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, 14 თებერვლიდან კი, - დასავლეთის ქარი - 10-15 მ/წმ
Print

სტატიის გამოყენების პირობები