ახალი ამბები
წმინდაწყალზე ბუნებრივი აირით ქალი გარდაიცვალა
გორში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, ქალი გარდაიცვალა.

კაპრალი მარიკა გელაძე, დღეს, დილით გორში, 112-ის სამაშველო ბრიგადამ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის, სამედიცინო ასეულის ფარმაცევტის, კაპრალ მარიკა გელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

მიმდინარეობს ექსპერტიზა, სისხლის სამართლის საქმე აღრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები