ახალი ამბები
გორის რაიონში მცხოვრები 22 წვევამდელი დააჯარიმეს
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 22 წვევამდელი დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაჯარიმების მიზეზი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდებაა.

თითოეულ წვევამდელს 1000-1000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

იურიდიული სამსახურის ცნობით, კიდევ სამ წვევამდელის მიმართაა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები