ახალი ამბები
ვარიანის საბავშვო ბაღიდან თეთრეული მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საბავშვო ბაღიდან თეთრეული მოიპარეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბაღების გაერთიანებაში დაუდასტურეს.

,,გორის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების" წარმომადგენლის ცნობით, ქურდობის ფაქტზე დაკავებულია ორი პიროვნება.

ორივე პიროვნება არასრულწლოვანი აღმოჩნდა.

საწყის ეტაპზე, გორის პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც ჯგუფურ ქურდობას გულისხმობს.

,,თუმცა, გამოძიების შემდეგ ეტაპზე პროკურატურის გადაწყვეტილებით, დანაშაულის კვალიკიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით შეიცვალა" - აღნიშნავენ ბაღების გაერთიანებაში.

აღნიშნული მუხლი შენობაში, მფლობელის ნების სააწინააღმდეგოდ, შეღწევას გულისხმობს და შედარებით მცირე სასჯელს ითვალისწინებს.

ორივე არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ხოლო თეთრეული დაუბრუნდა საბავშვო ბაღს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები