ახალი ამბები
ურბნისთან ავტობანზე გარემოვაჭრეები ჯებირების მონტაჟს აპროტესტებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისთან გარემოვაჭრეები ავტობანზე ჯებირების მონტაჟს აპროტესტებენ.

ამის გამო, ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მივიდა.

რკინის ჯებირების მონტაჟის შემდეგ, ადგილობრივები გარევაჭრობას ვეღარ შეძლებენ.

მედეა ასრათაშვილის თქმით, ათეულობით ადამიანი სამუშაოს გარეშე რჩება.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს შეეძლოთ მუშაობა გზის მეორე მხარეს, სოფელ რუისთან ახლადაშენებულ აგრარულ ბაზარში დაეწყოთ.

ეს ახალი ბაზარი ფონდ ,,ქართუს" დაფინანსებით აშენდა.

ურბნისელები აცხადებენ, რომ ახალ ბაზარში გადასვლა სამუშაოს დაკარგვას ნიშნავს:

,,რადგან, მე იქაც დავიწყე მუშაობა, მაგრამ სამი დღე გავიდა და არავინ შემოსულა კლიენტი. ამიტომ, ისევ დავუბრუნდი ძველ ადგილს და ხორცს ვყიდი" - ამბობს გარემოვაჭრე ლერი მალაჩინი.

საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ჯებირების მშენებლობას აგრძელებენ. ეს პროცესი რუისის მხარეს უკვე დამთავრდა, სადაც გარევაჭრობა თითქმის უკვე შეწყდა. ანალოგიური, - ურბნისის მხარესაც ელოდება.













Print

სტატიის გამოყენების პირობები