ახალი ამბები
კარალეთის საბავშვო ბაღიდან უნიტაზები მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მეორე საბავშვო ბაღიდან ორი უნიტაზი დაიკარგა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,საბავშვო ბაღების გაერთიანებაში" განუცხადეს.

გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომდგენლის ცნობით, სოფლის სააღმზრდელობლო დაწესებულებიდან ქონება მოიპარეს და ის გამგეობის ბალანსზე იყო.

,,ეს ფაქტი რეორგანიზაციამდე მოხდა. როგორც გავარკვიეთ, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი, დაუმონტაჟებელი უნიტაზები წაიღეს, პოლიციაშიც განვაცხადეთ, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, ეს ამბავი გაუხსნელია" - აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში.

გორის შს სამმართველოს პოლიციამ დაზარალებულის სახით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაა ცნობილი. იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, რეზო გოგიაშვილის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ქურდობის ფაქტის გასახსნელად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები