ახალი ამბები
ხაშურში მანქანა ხეს შეეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი
ხაშურში ,,სუბარუს" მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, დანარჩენებმა სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, გუშინ, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.

სატრანსპორტო საშუალებაში, სულ, ხუთი ადამიანი იჯდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოყენებულია თემატური ფოტო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები