ახალი ამბები
რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების ტრანზიტის საკითხს ცხინვალში განიხილავენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების მოძრაობის საკითხს ცხინვალში განიხილავენ.ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ცხინვალის მთავრობის პოზიცია გასათვალისწინებელია, თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის, 2011 წელს დადებული ხელშეკრულება მესამე მხარეს არვითარ ვალდებულებებს არ აკისრებს.

ეს შეთანხმება სახელწოდებით ,,საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ", გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

მარია ზახაროვას განცხადებით, ჯერჯერობით, სატრანზიტო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მსჯელობა ნაადრევია და ელოდებიან მარტში გრიგორი კარასინსა დ ზურაბ აბაშიძეს შორის დაგეგმილ შეხვედრას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები