ახალი ამბები
საგაზაფხულო გაწვევისთვის გორის რაიონში 600 წვევამდელი აღრიცხეს
გორის რაიონში, საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში, 600 წვევამდელს გამოიძახებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხედრო გაწვევის სამსახურიდან აცნობეს.

რაიონის განყოფილების უფროსის, ვალერი რევაზაშვილის ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

საგაზაფხულო გაწვევა იანვარ-აპრილის პერიოდს მოიცავს.

გასულ წელს, აღრიცხვაზე 547 წვევამდელი აიყვანეს.

აქედან, საგაზაფხულო სეზონზე გადავადება 314 წვევამდელს გაუკეთდა (ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობით), ხოლო საშემოდგომო სეზონზე გადავადება გაგრძელდა და მისმა ციფრმა 451-ს მიაღწია.

შემკრებ გამანაწილებ ცენტრში ჩაყვანილ 256 წვევამდელიდან კი, 107 დაიტოვეს.

,,ისინი დაბრუნებულ იქნენ უკან არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" - სწერს ვალერი რევაზიშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები