ახალი ამბები
გორის სასწავლო უნივერსიტეტში ,,წიგნის საჯაროდ კითხვის დღე" აღინიშნება
16 თებერვალს , 13:00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნება.

ცნობილი ქართველი მწერალი გაგა ნახუცრიშვილი ადგილობრივ მწერლებთან და პოეტებთან ერთად საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავს.

გორში წიგნის კითხვის დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის მწერალთა სახლის მხარდაჭერით იმართება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მეორედ აღინიშნება.

ღონისძიებაში ყოველწლიურად მსოფლიოს 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები