ახალი ამბები
გორში მოქალაქეებს უფასო სამედიცნო გამოკვლევები ჩაუტარდება
2017 წლის 18 თებერვალი, გორში, მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აქცია ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება.

გამოკვლევებს ექიმთა ლიგის პროფესიონალი ექიმები ჩაატარებენ.

,,მოსახლეობას მოემსახურება ალერგოლოგი, პულმონოლოგი, დერმატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ვერტებროლოგი, რევმატოლოგი. გასინჯვების პარალელურად მოქალაქეებს ჩაუტარდებათ კლინიკურ-დიაგნოსტიკური და კომპიუტერული სპირომეტრია." - აღნიშნავენ პრეს-სამსახური.

დრო: 18 თებერვალი, 10 საათიდან დღის ბოლომდე, მისამართი - ქალაქი გორში, სუხიშვილის ქ.N20; ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები