ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 12 საბავშვო ბაგა-ბაღში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, 12 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ბაღების გაერთიანებიდან" აცნობეს.

გაერთიანების წარმომადგენლის ცნობით, ეს ბაღები იმ სოფლებში მდებარეობს, სადაც გაზიფიცირების პროცესი დასრულდა.

,,მილებში ბუნებრივი აირის გაშვება მას შემდეგ მოხდება, რაც უსაფრთხოების ნორმები გადამოწმდება." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

რაც შეეხება დანარჩენ საბავშვო ბაღებს, 13 მათგანში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბნავისისა და ვარიანის მეურნეობის საბავშვო ბაღები კი, ელ.ენერგიის საშუალებით თბება.

კერძოდ, აღნიშნულ საბავშვო ბაღებში გათბობის ინოვაციური სისტემა ე.წ „თბილი იატაკია“ დაგებული.

დღესდღეობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებაში 38 საბავშვო ბაღია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები