ახალი ამბები
კასპში ახალი სკოლა შენდება
კასპის ცენტრში ახალი სკოლა შენდება.

სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კონტროლის ქვეშ ხორციელდება.

ახალი სასწავლო დაწესებულება პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა.

სიძველის გამო, ძველი შენობა დაანგრიეს. სკოლა 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

ის შესაბამისი ლიფტებით ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ასევე, მოეწყობა ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული დარბაზი და გათბობის სისტემა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები