ახალი ამბები
კომბინატის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ კომბინატის დასახლებაში მიმდინარე წლის 7 თებერვალს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბრალდებული 1993 წელს დაბადებულია.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, 1963 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა." - იუწყება შსს.

მათივე ცნობით, დაკავებული გ.ბ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

ამავე თემაზე:

გორში 53 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ბიჭს ეძებენ


Print

სტატიის გამოყენების პირობები