ახალი ამბები
ქართულ ბაზარზე დეპინგურ ფასთა ოპერირების გამო სიგარეტის მწარმოებელი კომპანია 92 მლნ ლარით დააჯარიმეს
სიგარეტის ამერიკული მწარმოებელი Philip Morris-ი საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი - 92 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 10 თებერვალს მიიღო.

ამავე დროს, კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია British American Tobacco იგივე ბრალდებით 90 მლნ ლარით დააჯარიმეს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმაურება იმ გაუხმაურებელ სასამართლო დავას.

ამერიკული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია, საქართველოს პირველი ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ბაზარზე დენპინგური ფასებით ოპერირებაში.

ამერიკული კომპანიის მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ქართული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „პირელი“.

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით აჩენს ეჭვებს, პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილებას საეჭვოდ ხდის, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წელს 29 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მეტოქეობა და ბაზარზე არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. " - აღნიშნულია ახალგაზრდა ფინანსისტთა განცხადებაში.

ამ დასკვნიდან ზუსტად სამ თვეში კი სასამართლო სწორედ ამ მუხლების დარღვევაში სცნობს დამნაშავედ ამერიკულ კომპანიას და უპრეცენდენტოდ დიდ ჯარიამას აკისრებს, ქართული კომპანიის სასარგებლოდ.

,,თუ დაუშვებთ, რომ ამ სამ თვეში მართლაც შეიცვალა თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია და ამარიკული კომპანია მართლაც არღვევდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებს (რაც სამი თვის ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია) როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი, ამის მიუხედავადაც ამერიკული კომპანიისთვის განსაზღვრული საჯარიმო თანხა, მაინც უსამართლო გამოდის, იმდენად რამდენადაც შეუძლებელია ქართულ კომპანიას სამი თვის ვადაში 93 მლნ ლარის ზარალი მიეღო ამერიკული კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო." - აცხადებენ აფბაში.

რაც შეეხენა კიდევ ერთ დავას, თამბაქოს მაწარმოებელ კომპანია British American Tobacco-ს, თამბაქოს ქართული მწარმოებელი კომპანია OGT უჩივის.

სწორედ, მისი საჩივრის საფუძველზე დააკისრეს British American Tobacco-ს 90 მილიონი ლარი.

,, მეტად საგულისხმო ის ფაქტია, რომ ეს ორივე გადაწყვეტილება ერთსა და იმავე დღეს, ერთმა დ აიმავე მოსამართლემ გამოიტანა და ამ კონკრეტულ ქეისშიც ამერიკულ კომპანიას კოლოსალურად მაღალი ჯარმა დაეკისრა 90 მლნ ლარის ოდენობით."- წერს ახალგაზრდა ფინანსისთა ასოციაცია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები