ახალი ამბები
ატენის მიწაში ჩარჩენილი საუკუნის პროექტი - კომპანიას ყოველდღიურად ჯარიმები ერიცხება
კომპანია ,,გელას" ყოველდღიურად ჯარიმები ერიცხება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალეკო ვეშაპურმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ სოფელ ატენში სამუშაოებს შპს ,,გელა" გადავადებულ დროშიც ვერ დაასრულებს, პირგასამტეხელოსთან ერთად, ყოველდღიურ ჯარიმის თანხასაც გადაიხდის.

კომპანიის წარმომადგენელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის არც იმ ადამიანების ზარებს პასუხობს, ვინც სოფელ ატენში სასმელი წყლის პროექტზე ამუშავა.

მუშებს შემოდგომის პერიოდში გაწეული შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ.

ჯერ კიდევ, 2016 წლის ივნისში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ამბობდა, რომ ატენში საუკუნის პროექტი ხორციელდება.

„ატენში დაწყებულია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები. ეს იქნება საუკუნის პროექტი. დღეს არსებული წყალმომარაგების სისტემა გვაძლევს წყლის მხოლოდ გრაფიკით მიწოდების საშუალებას. ახალი სისტემა უზრუნველყოფს 24 საათიან წყალმომარაგებას და საკმაოდ დიდი მარაგის მქონე იქნება. ეს იქნება ძალიან მაღალი ხარისხის და მრავალი ათეული წელი მოემსახურება მოსახლეობას“ - აცხადებს დავით ონიაშვილი პრეს-სამსახურის მიერ მოწოდებული პრეს-რელიზის მიხედვით.

ეს განცხადება ონიაშვილმა 2016 წლის 11 ივნისს გააკეთა. ეს ის დროა, როცა შპს ,,გელას" ატენში სასმელი წყლის პროექტის სამუშაოები დაწყებული ჰქონდა.

ხელშეკრულება მასთან გაფორმებულია 2016 წლის 3 მაისს. ღირებულება 1 მლნ 427 650 ლარი.

დღეს, გამგეობის იურიდიული სამსახური წერს, რომ შპს ,,გელამ" ავანსად გადარიცხული თანხაც კი, ვერ აითვისა.

,,ამის გამო, ავანსად გადარიცხული 285 530 ლარიდან 120 216 ლარი უკან დავიბრუნეთ" - სწერს იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი საკრებულოს.

ატენის მუნიციპალიტეტის თემის წარმომადგენელი სოსო ვანიშვილი აცხადებს, რომ ამ პირობებში ატენის წყალმომარაფების პროექტი ფაქტიურად ვერ დასრულდება.

სამუშაოების დასრულების ვადა 2016 წლის 15 დეკემბერში იყო. მას ორი თვით გაუხანგრძლივეს ვადა.

შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ის ,,ჩასაფრებული არ არის"

Print

სტატიის გამოყენების პირობები