ახალი ამბები
სოფელ ტინისხიდში გზას არემონტებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,  მიმდინარეობს ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება, გვერდულების მთიდან ჩამოტანილი მასისგან გაწმენდა, საგზაო ნიშნების დამონტჟება და გზის საფარის დახაზვა 1 - კმ -იან მონაკვეთზე.

სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ალექსი ვეშაპურმა დაათვალიერეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წელს გზების მოვლა-პატრონობისთვის 500 00 ლარი აქვს გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1“ ახორციელებს.

გზის საფარის რეაბილიტაცია სოფელ ტინისხიდის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები