2016 წლის სეზონზე ჩარიცხულ დევნილ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის
საფასურს 2250 ლარის ფარგლებში იხდიან, დიმიტრი სანაკოევის
ადმინისტრაცია 600-650 ლარით დაეხმარება.
ამის შესახებ ინფორმაციას სანაკოევის ადმინისტრაციის წარმომადგენელი
სოსო ცოტნიაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, პროგრამა იმ სტუდენტებს შეეხება, რომლებიც 2008 წლის
ომამდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამჟამად ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, ცხოვრობდნენ.
,,ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა,
რომელსაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, მიმდინარე წელს 34 სტუდენტს
დააფინანსებს. ჯამში მოვიძიეთ 22 500 ლარი. ეს თანხა ყველაზე თანაბრად
გადანაწილდება" - აცხადებს სოსო ცოტნიაშვილი.
განაცხადებების მიღება 9 თებერვალს დასრულდა. ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა ისინი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ
გამოცდების ეროვნულ ცენტრში, გადასამოწმებლად, გააგზავნეს.
მიღებული დასტურის შემდეგ, მარტის ბოლომდე, სტუდენტებს სწავლის
საფასური 600-650 ლარის ფარგლებში, დაეფარებათ.
სტატიის გამოყენების პირობები