ახალი ამბები
ვლადიკავკაზში თაღლითობის ბრალდებით ერთი ქართველი დააკავეს
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში 43 წლის ქართველი ქალი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიკავკაზის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ადგილობრივმა სასამართლომ, თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ქ. გაბარაშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასჯელის შემსუბუქების მიზეზი დანაშაულის აღიარება და მონანიება გახდა.

სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, ქ. გაბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების სანაცვლოდ, 100 ათასი რუბლი გამოართვა.

,,დაკავება ფულის გადაცემის მომენტში მოხდა" - იუწყება ვლადიკავკაზის შს სამინისტრო. 

ამავე უწყების ცნობით, ქ. გაბარაშვილი კლიენტს დაპირდა, რომ ამ საქმეს საემიგრაციო სამსახურში მომუშავე ნაცნობების მეშვეობით მოუგვარებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები