ახალი ამბები
,,დრაბილკის ქვიშაზე" მანქანა მოცურდა - ავარია ავტობანზე
კასპი-სამთავისის გადასახვევთან მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გრაკლიანი გორასთან მანქანა ,,დრაბილკის ქვიშაზე" მოცურდა.

ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები გადარჩნენ, თუმცა, სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.

,,ქვიშაზე მოვცურდი, ამ დროს დამუხრუჭებაც სარისკოა. მანქანაში ოთხნი ვისხედით და დასავლეთისკენ მივდიოდით" - გვითხრა მანქანის მძღოლმა.

მიმდინარე ზამთრის სეზონზე საავტომობილო გზებზე ე.წ. დრაბილკის (ქვის სამტვრევი დანადგარი) ქვიშას მოყინვის საწინააღმდეგოდ იყენებენ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები