ახალი ამბები
ავტომანქანების შეჯახება წმინდაწყალზე
დღეს, გორში, წმინდაწყალზე ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა.

ავერსის კლინიკასთან სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო.

ფოტო იმ დროსაა გადაღებული, როდესაც სატრანსპორტო საშუალება სადგომზე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი რამდენიმე დარღვევას ითვალისწინებს.

კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, აკრძალულ ზოლში გადასვლას, დარღვევის განმეორებით ჩადენას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები