ახალი ამბები
გორელ ფერმერებს აგროპროექტები გააცნეს
გორის რაიონის ფერმერებს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მოქმედი პროგრამები გაეცნეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

ეს პროგრამებია ,,აგროდაზღვევა" და ,,დანერგე მომავალი", რომლებსაც პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სააგენტოს მენეჯერებმა ფერმერების დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი.

„აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი დააზღვიოს. თითოეული დამზღვევი 70% - იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები