ახალი ამბები
,,ცხინვალი უყურებს რუსთავი2-ს" - მხარდამჭერები გორიდან
დღეს, ტელეკომპანია რუსთავი2"-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, თბილისში გორიდანაც წავიდნენ.

აქტივისტების გამგზავრებას ორგანიზება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის წარმომადგენელმა ბადრი ბასიშვილმა გაუკეთა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველ შენობასთან, რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა სამაუწყებლო კომპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ისინი ხელისუფლებას, განსაკუთრებით, მოსამართლეებს მოუწოდებენ, რომ არ დაუთმობენ ტელეკომპანია ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის და ის ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში წაართვეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კი იმ დოკუმენტს ინახავს, რომლის მიხედვით, ქიბარ ხალვაშმა მანამდე რუსთავი 2 ოქრუაშვილის ფულით იყიდა.

,,ამდენმა ხალხმა ასე ერთად გააპროტესტოს ოკუპაცია, რაღაც არ მახსენდება. ამდენმა ხალხმა ასე ერთად გააპროტესტოს ისტორიული სამაჩაბლოსათვის“ ალანიას" დარქმევა, არა?" - ასე ეხმაურება დღევანდელ აქციას ერგნეთიდან ლია ჩლაჩიძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან".

ხოლო, ქალაქ გორის საკრებულოს წევრი ზაზა მეზვრიშვილი, ლეიბორისტული პარტიიდან ლექსით ეხმიანება: ,,რუსთაველზე გვარამია, მოსთქვამს: გლოვა ვარამია. რაც მას თვისი ეგონა, აღმოჩნდა,რომ არამია."





Print

სტატიის გამოყენების პირობები