ახალი ამბები
კასპში მოსწავლეთა ოლიმპიადა ხოჯალოში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა
ქალაქ კასპში, ხოჯალოს ტრაგედიასთან დაკავშირებით, ოლიმპიადა ჩატარდა.

ამის შესახებ ,,საქართველოს აზერბაიჯანულ იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები იუწყებიან.

ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობა მიიღო კასპის 5 სკოლის 60-მა მოსწავლემ, ,,სამოქალაქო აქტივობების განვითარების საზოგადოების" ინიციატივით გაიმართა.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე, სოსო ქვათაძე.

მეორე ადგილზე გავიდა ამავე სკოლის მოსწავლე მირიან ჩადუნელი, ხოლო მესამე ადგილზე ერგო ქ. კასპის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, მარიამ ბაშარულს.

ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

„ძალიან კარგია ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებით კარგია მაშინ, როდესაც ასეთ ღონიძიებებს რამდენიმე დაწესებულება ვატარებთ ერთად. სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო როგორც „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციას“ და მის ხელმძღვანელ ალი ბადიროვს, ასევე ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიას. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და ბევრ მსგავს ღონისძიებას და პროექტს განვახორციელებთ ერთად“ - აცხადებს „სამოქალაქო აქტივობების განვითარების საზოგადოების“ - ხელმძღვანელი ნიკა მარკოზაშვილი.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხოჯალოს ტრაგედია გენოციდად შეაფასეს.

1992 წელს ქალაქ ხოჯალოში ეთნიკურად აზერბაიჯანული დასახლება სომხეთი შეიარაღებულმა სამხედროებმა რუსეთის არმიის ნაწილების დახმარებით, ალყაში მოაქციეს. მებრძოლებთან ერთად მშიდობიანი მოსახლეობა (ქალები და ბავშვებიც) დაიღუპა.

კასპის რაიონში რამდენიმე აზერბაიჯანული სოფელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები