ახალი ამბები
გორში მთავრობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება
ხვალ, გორში, ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ფორმატში, მთვარობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგი გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

გუბერნატორის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრის ორგანიზატორი, ევროკავშირის დელეგაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში, არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 2017 წლის 20 თებერვალს, 12:00 სთ-ზე სასტუმრო ვიქტორიაში.

დიალოგი მიზნად ისახავს თავი მოუყაროს მთავრობის მაღალი ეშელონისა და კერძო სექტორის წარმომადგენლობას, რათა უზრუნველყოს ყველა დაინტერსებული მხარის აქტიური ჩართულობა და საკონსულტაციო რეჟიმი (DCFTA)-სთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.

ეს საკითხები ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და მასთან მიმართებაში არსებულ რეგიონალურ გამოწვევებს შეეხება.

შეხევდრაზე, ადგილობრივ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, იმ პრიორიტეტულ საკითხებს დაასახელებენ, როგორიცაა ექსპორტის წახალისება, საექსპორტო პოტენციალის გაღვივება, საწარმოთა მართვის უნარ-ჩვევების განვითარება და შესაბამისად, აქტიური ჩართულობა საექსპორტო სავაჭრო ურთიერთობებში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები