ახალი ამბები
ხაშურში პროექტის ,,დამოუკიდებელი ქალის“ განხორციელება იწყება
ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ ხაშურში პროექტის ,,დამოუკიდებელი ქალის“ განხორციელება იწყება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არასამთავროვრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრს, რომლის სახელწოდებაა ,,თანამონაწილე", დიანა გელაშვილი ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, ბენეფიციარებისათვის უნარ-ჩვევების და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის გზით გაიზარდოს ქალების დასაქმების ანდა თვითდასაქმების შესაძლებლობა.

პროექტი განკუთვნილია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18-დან 45-წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის.

პროექტის სასწავლო პროგრამა მოიცავს: ხელსაქმე (ჭრა-კერვა, ქსოვა. ქარგვა), პირველადი სამედიცინო დახმარება, კომპიუტერული პროგრამები, სააფთიაქო საქმე (ფარმაცია), სტილისტის ხელოვნება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, მეწარმეობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები