ახალი ამბები
გერმანიიდან კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის აეროპორტში 17:30 წუთზე ჩამობრძანდება
დღეს, გერმანიიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში 17:30 წუთზე ჩამობრძანდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. 

თბილისის დროით  14:00 სთ-ზე ბერლინის საავადმყოფოდან ილია მეორე უკვე გამოწერეს.

თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მრევლს „Man“-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ. 

გორიდან მრევლის ტრანსპორტირება არ იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები